ინტერვიუ ჯანდაცვის მინისტრთან

12:05, 28.06.2025
 ფსიქოტროპული ნივთიერებების იმპორტი და მათი ჩანაცვლების გზები – ეს იყო ერთ-ერთი თემა, რაზეც ჯანდაცვის მინისტრმა გადაცემა „აქტუალურ თემაში“ ისაუბრა. მიხეილ სარჯველაძემ ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტსა და მათ რეალიზაციასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეფორმის წარმატებისთვის აღსრულების ნაწილია მნიშვნელოვანი.
მინისტრის განცხადებით, სიახლის ამოქმედების შემდეგ, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კონტროლს აფთიაქებში, სამედიცინო პერსონალსა და დაწესებულებებში. მიხეილ სარჯველაძემ საკანონმდებლო ცვლილებებისა და რეფორმის ამოქმედების ვადებზეც ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, პროცესის დასრულებისთვის რამდენიმე თვე იქნება საჭირო.

მსგავსი