ინტერვიუ ირაკლი ღარიბაშვილთან
ონლაინკაზინოები და აღნიშნული პრობლემის მოგვარება იყო ერთ-ერთი თემა, რაზეც პრემიერმა დეტალურად ისაუბრა საქართველოს პირველი არხის ეთერში, გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ფინანსთა მინისტრი ორშაბათს წარმოადგენს კონკრეტულ ხედვას, რის შემდეგაც კანონპროექტის ინიცირებისთვის უკვე პარლამენტს მიმართავენ.