ინსპექტირება აჭარაში

ბათუმში სავაჭრო ობიექტებზე, მუნიციპალურ ტრანსპორტსა და სამარშრუტო ტაქსებზე მონიტორინგი მკაცრდება. „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული რეგულაციების შესრულების მონიტორინგი ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ დილიდან საგანგებო რეჟიმში დაიწყო. სამსახურის მიერ უკვე შემოწმდა 80-მდე ობიექტი და 100-მდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

მონიტორინგი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისად გაგრძელდება. ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია მოუწოდებს მოქალაქეებს, მათივე ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის მაქსიმალურად დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული რეგულაციები.