ინფრასტრუქტურული სამუშაოები გუდაურში

15:28, 18.11.2026

გუდაურში 2026-2027 წლის ზამთრის სეზონისთვის ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება. სნოუპარკის არეალში ბიგელის ტიპის ორი საბაგიროს კონსტრუქციები მონტაჟდება, დასკვნით ეტაპზეა 200-მეტრიანი მოძრავი ხალიჩის ინსტალაცია, ხოლო „სოლიკოსა“ და „კიკილოს“ ტრასებზე ხელოვნური გათოვლიანების სისტემა ეწყობა. 2026-2027 წლების ზამთრის სეზონზე სამაშველო სამსახურში ინციდენტების ელექტრონული აღრიცხვა დაინერგება, ოთხივე კურორტს დაემატება დამცავი ბადეები, სასიგნალო ჯოხები, ნიშნები და დაშავებულთა გადასაყვანი სპეციალური ციგები.

მსგავსი