ინფრასტრუქტურული პროექტი

15:17, 18.10.2025

სამტრედია–გრიგოლეთის მაგისტრალის პირველ მონაკვეთზე ხიდის აღდგენა, მე-3 მონაკვეთზე კი გზის მშენებლობა გრძელდება. აღნიშნული მონაკვეთი აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო დერეფნის ნაწილია და ჯამში 52 კილომეტრს მოიცავს. მდინარე რიონზე მდებარე დაზიანებული ხიდის აღდგენითი სამუშაოები აქტიურ ფაზაშია – ტარდება ბურჯების გამაგრება, კონსტრუქციული ელემენტების მონტაჟი და გამაერთიანებელი ფილის მოწყობა.

სამშენებლო სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება სამტრედია-გრიგოლეთის 4-ზოლიანი ჩქაროსნული მაგისტრალის მესამე, 12-კილომეტრიან მონაკვეთზეც. განახლდა გრიგოლეთი-ქობულეთის გზის მშენებლობაც. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკთან გაფორმებული სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში ხორციელდება და მისი ღირებულება 228 მილიონ ლარს შეადგენს.  

მსგავსი