ინფრასტრუქტურული პროექტების რეგულაციების ცვლილებათა პაკეტი
მთავრობამ ინფრასტრუქტურული პროექტების რეგულაციების ცვლილებათა პაკეტი მოამზადა. მიზანია პროცესის გაუმჯობესება, პროექტების შეჩერების რისკების შემცირება და სამშენებლო სექტორში უფრო მდგრადი და პასუხისმგებლიანი გარემოს შექმნა. დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრი და ინფრასტრუქტურის მინისტრი სამშენებლო კომპანიებისა და კომერციული ბანკების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
ინიციატივის მიხედვით, იზრდება ზედნადები და გაუთვალისწინებელი ხარჯების ლიმიტი, განახლდება სამშენებლო მასალებისა და მანქანა-მექანიზმების ფასები, ასევე დაინერგება ინდექსაციის მექანიზმი, რომელიც პროექტების მიმდინარეობისას ფასების ცვლილების შემთხვევაში ხელშეკრულების ღირებულების ნაწილობრივ კორექტირებას უზრუნველყოფს.
რეფორმა ასევე ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას. პარალელურად, მკაცრდება პასუხისმგებლობისა და კონტროლის მექანიზმები. იზღუდება არარეალისტურად დაბალი ფასებით ტენდერებში მონაწილეობისთვის. მიზანია უფრო ხარისხიანი, მდგრადი და დროულად განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების მიღება.