ინფრასტრუქტურული პროექტები ბათუმში

18:14, 14.03.2026

პრემიერმა დღეს მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, ბათუმში რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი, მათ შორის ე.წ. ოცნების ქალაქში მიმდინარე საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა მოინახულა. პროექტის ფარგლებში უკვე დასრულებულია პირველი ეტაპის, სამი 12-სართულიანი კორპუსის მშენებლობა, რომელშიც 580-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს. ამ ეტაპზე კი მეორე ფაზის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც ცხრა მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას ითვალისწინებს და მისი დასრულება 2028 წლისთვის არის გათვალისწინებული. მშენებლობის ღირებულება 129 მილიონ ლარს აღემატება. პროექტის დასრულების შემდეგ 1 077 ოჯახი ახალ, კეთილმოწყობილ საცხოვრებელ ფართს მიიღებს.

მსგავსი