ინფრასტრუქტურული პროექტები აჭარაში

21:16, 14.03.2026

მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები აჭარაში, სოციალური პროგრამის მეორე ეტაპის ფარგლებში, მომავალ წელს ექსპლუატაციაში შევა ათასზე მეტი ბინა და საცხოვრისები „ოცნების ქალაქში“ ჩასახლებულებს უფასოდ გადაეცემათ. სამი რვა სართულიანი კორპუსის მშენებლობა უკვე დასრულებულია, უახლოეს მომავალში იგეგმება ექვსი ცამეტსართულიანი კორპუსის ჩაბარებაც.

„ოცნების ქალაქში“ საჯარო სკოლის, საბავშვო ბაღისა და სპორტული მოედნების მშენებლობაც იგეგმება. ბათუმში აქტიურ ფაზაშია ოლიმპიური სტადიონისა და საცურაო აუზის მშენებლობაც. უკვე ფუნქციონირებს 1 500 მაყურებელზე გათვლილი ყინულის არენაც. აჭარას დღეს პრემიერ-მინისტრი სტუმრობდა. ირაკლი კობახიძე ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო.

მსგავსი