ინფლაციის მაჩვენებლები
2025 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში -0.2 პროცენტი, წლიურმა ინფლაციამ კი -4 პროცენტი შეადგინა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. ინფლაციის ყველაზე მაღალი დონე ოქტომბერში დაფიქსირდა და 5,2 პროცენტი შეადგინა.
ეროვნულ ბანკში განმარტავენ, რომ წლის ბოლოსთვის მდგომარეობა დასტაბილურდა და 2026 წელს ინფლაციის მაჩვენებელი საშუალოდ 3,5 პროცენტი იქნება.