ინფლაციის მაჩვენებელი

ინფლაციის გაზრდილი მაჩვენებელი. დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში სამომხმარებლო ფასების ზრდამ 0.4 პროცენტი შეადგინა. ხოლო წლიური ინფლაციის დონე ისევ შვიდი პროცენტია. საქსტატის მონაცემებით, დეკემბერში გაძვირდა ბოსტნეული, ხილი, ხორცი, თევზეული, რძე, ყველი და კვერცხი.

ამასთან, ფასები შემცირდა შაქარზე, ჯემსა და ტკბილეულზე. ფასები შემცირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენასა და სატრანსპორტო მომსახურებაზე. რაც შეეხება წლიურ ინფლაციას, ყველაზე მეტად, 30 პროცენტით, თამბაქოს ნაწარმის საფასურია მომატებული.