2024 წელს საქართველოში ინფლაციის დონემ 1.9 პროცენტი შეადგინა, დეკემბრის მაჩვენებელი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 0.7 პროცენტულ დონეზე დაფიქსირდა. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. 2024 წლის განმავლობაში ფასებმა მოიმატა ბოსტნეულზე თითქმის 16 პროცენტით, შაქარსა და სხვა სახის ტკბილეულზე შვიდი პროცენტით, უალკოჰოლო სასმელებზე ხუთი პროცენტით. თევზეული ხუთი პროცენტით გაძვირდა, ხორცი და ხორცპროდუქტები ერთი პროცენტით.
საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს, 2023 წელთან შედარებით, თითქმის არ შეცვლილა ფასები ხილსა და რძის პროდუქტებზე. რაც შეეხება 2025 წლის პროგნოზს, სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ერთპროცენტიანი ინფლაციაა გათვალისწინებული, რაც ეროვნული ბანკის მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელზე დაბალია.