COVID 19 - ინფიცირების ახალი შემთხვევები საქართველოში

რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში, კერძოდ სოფელ მუშევანში ვირუსის კიდევ ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათი ინფიცირების წყარო ცნობილია და ისინი ამ დრომდე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები არიან.

გუშინ საღამოს კი ამავე დასახლებაში „კოვიდ-19“ კიდევ ხუთ პირს დაუდასტურდა. შედეგად, სოფელ მუშევანში ვირუსის 54 ფაქტი ფიქსირდება. ამ დასახლებაში 25 აპრილის შემდეგ მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს. სულ კი ბოლნისში 160 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 66 გამოჯანმრთელდა სამი გარდაიცვალა.