ინფიცირების ახალი შემთხვევები ბოლნისში

 ჩაკეტილ ბოლნისში მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკია. მუნიციპალიტეტში, სადაც 21 მარტიდან კარანტინია გამოცხადებული, ბოლო ერთ დღეში, „კოვიდ-19“ რვა ადამიანს დაუდასტურდა. მათ შორის ხუთი სასწრაფო დახმარების სამსახურის თანამშრომელია, რომლებიც ანალიზის აღებამდე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ.

ეპიდემიოლოგები ახლა ცდილობენ, დაადგინონ, რა ვითარებაში და ვისგან დაინფიცირდა სამედიცინო პერსონალი. დანარჩენი სამი ახალი ფაქტი კი რაიონში არსებული კლასტერებიდანაა. ისინი იზოლაციაში იმყოფებოდნენ. დაწყებულია სასწრაფო დახმარების თანამშრომლების კონტაქტების მოძიება.

გიორგი კობერიძე ბოლნისიდან გვეტყვის, რა ეტაპზეა ეპიდკლევა.

დატოვე კომენტარი