„იმოგზაურე საქართველოსთვის - აღმოაჩინე ის, რაც შენია“

„აღმოაჩინე ის, რაც შენია“ – პანდემიისგან მიყენებული ზიანის შემცირებისა და შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით, ტურიზმის ერონული ადმინისტრაცია აქტიურ კამპანიას განაგრძობს. ამჯერად პროექტის „იმოგზაურე საქართველოსთვის“ ფარგლებში, მედიატური იმერეთში მოეწყო.

ჟურნალისტები ჭიათურაში იმყოფებოდნენ, სადაც სოფელ სვერის ტურისტული მარშრუტი გაიარეს.  ჟურნალისტებს, ბლოგერებსა და ფოტოგრაფებს რეგიონის მთავარი ქალაქის ღირსშესანიშნაობებიც აჩვენეს. „ქუთაისი ქალაქია“ – უახლოეს მომავალში ამ სლოგანით იგეგმება უცხოელი და ქართველი ტურისტებისთვის ქვეყნის ერთ-ერთი უძველესი ქალაქის გაცნობა.

დატოვე კომენტარი