იმერეთში დამატებითი უსაფრთხოების ზომების გამკაცრება არ იგეგმება

15:22, 13.04.2020

იმერეთის რეგიონში დამატებითი უსაფრთხოების ზომების გამკაცრება არ იგეგმება. ახალი დაინფიცირებული პაციენტები მკურნალობას ქუთაისისა და საჩხერის სამედიცინო დაწესებულებებში აგრძელებენ. თერჯოლის მუნიციპალიტეტში კი თერმოსკრინინგი მიმდინარეობს.

ირმა ჭოლაძე გვეტყვის, იმყოფებიან თუ არა თვითიზოლაციაში მოქალაქეები თერჯოლაში გამოვლენილი ორი ახალი შემთხვევის გამო.

მსგავსი