ილჰამ ალიევის განცხადება
აზერბაიჯანი ევროპის საბჭოდან სრულად გასვლის შესაძლებლობას სერიოზულად განიხილავს. განაცხადა ილჰამ ალიევმა IV გლობალური მედიაფორუმის გახსნის ცერემონიაზე. მან გაიხსენა, რომ 2024 წლის იანვარში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ აზერბაიჯანის დელეგაციას უფლებამოსილება შეუჩერა და ხმის მიცემის უფლება ჩამოართვა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული არ ყოფილა და რეალურად აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის საკითხს უკავშირდებოდა. აზერბაიჯანის ლიდერი ამბობს, რომ თუ ევროპის საბჭო აზერბაიჯანის დელეგაციას ხმის მიცემის უფლებას აღუდგენს, ქვეყანა ორგანიზაციის მუშაობაში დაბრუნდება.