ჰოსპიტალიზაცია სოფელ მუშევანიდან

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანის ათი მკვიდრი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, სამკურნალოდ კლინიკებში გადაიყვანეს. თუმცა, ეს მხოლოდ მრავალმხრივი მოლაპარაკების შედეგად მოხერხდა.

მოლაპარაკებას კი წინ ინციდენტი უძღვოდა. დაინფიცირებულთა ნაწილი და ადგილობრივები ლაბორატორიიდან მიღებულ პასუხს უნდობლობას უცხადებდნენ, რასაც პროტესტი და აგრესია მოყვა. ამ დროისთვის სოფელში კორონავირუსის 20 დადასტურებული შემთხვევაა.

დატოვე კომენტარი