ჰიდროტექნიკური ნაგებობების უსაფრთხოების ტექნიკური რეგლამენტი
ეკონომიკის სამინისტრომ ჰიდროტექნიკური ნაგებობების უსაფრთხოების ტექნიკური რეგლამენტი შეიმუშავა. დოკუმენტის შემუშავების მიზანია ჰიდროტექნიკური ნაგებობის, მათ შორის კაშხლებისა და წყალსაცავების უსაფრთხო ფუნქციონირება. ეკონომიკის მინისტრის მოადგილეებმა ახალი რეგულაციები ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებს გააცნეს. რეგლამენტის ამოქმედების შემდეგ, მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ჰესების ექსპლუატაციის ზედამხედველობას ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო განახორციელებს.