ჰაკათონი Energo Hack 2025 დასრულდა. 60-მდე მონაწილემ 38 საათის განმავლობაში, კასპის ტექნოპარკში, საკუთარი ინოვაციური იდეების მიხედვით, 23 პროტოტიპი შექმნა და კომისიას წარუდგინა. ენერგეტიკის სექტორში საუკეთესო ინოვაციური სტარტაპ იდეისა და პროტოტიპის ავტორებს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ 10 ათასი ლარის ოდენობის გრანტი გადასცა, გამარჯვებული EcoMetrics გახდა. პრიზები მიიღეს სხვა მონაწილეებმაც. მიზანი ენერგეტიკაში არსებული გამოწვევების ანალიზი და მათი გადაჭრის ინოვაციური გზების ძიება იყო.