გურჯაანის ღვინის ფესტივალი
გურჯაანში ღვინის ფესტივალი მიმდინარეობს – ღონისძიებები ახტალის პარკში იმართება. წელს ფესტივალი 546 მეღვინესა და მეწარმეს მასპინძლობს. სტუმრებს 200-ზე მეტი სახეობის სასმლის დაგემოვნება შეუძლიათ. ასევე, საშუალება აქვთ, მონაწილეობა მიიღონ ჩურჩხელის ამოვლების, თონეში ტრადიციული პურის ცხობისა და ყურძნის დაწურვის პროცესშიც.
ჟანა დიდებაშვილი კახეთიდან.