გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია  

ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გრძელდება. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იმუნიზაცია ყველა მოქალაქისთვის უფასოა და ოთხკომპონენტიანი ვაქცინით მიმდინარეობს. ის ჯანმოს რეკომენდებულ ვაქცინებს შორისა.

ამ დრომდე, ქვეყნის მასშტაბით, 130 000 მოქალაქე უკვე აიცრა. აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში ექვსი თვის ასაკიდანაა შესაძლებელი. სპეციალისტების თქმით, ვაქცინაცია გრიპისა და მისი გართულებების თავიდან აცილების ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რისკჯგუფების – ასაკოვანი ადამიანების, ორსულების, მცირეწლოვანი ბავშვებისა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირების აცრა.