გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 21 ოქტომბრიდან დაიწყება

12:23, 19.10.2026

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 21 ოქტომბრიდან დაიწყება – ქვეყნის მასშტაბით აცრებს სახელმწიფო სრულად აფინანსებს და მისი გაკეთება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ ფრანგული წარმოების სამკომპონენტიანი 200 000 დოზა Vaxigrip-ის ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ პრეპარატებს შორის.

ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია გრიპის სეზონზეა მოსალოდნელი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვაქცინაცია მაღალი რისკის ჯგუფებისთვის, კერძოდ ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის, ონკოპაციენტებისთვის, ორსულებისთვის, 60 წლისა და უფროსი ასაკის პირებისთვის. აცრა 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი.

მსგავსი