გრიპის გავრცელების ოფიციალური სტატისტიკა რამდენიმე საათში გახდება ცნობილი

გასულ კვირაში გრიპის გავრცელების შესახებ ოფიციალური სტატისტიკა რამდენიმე საათში გახდება ცნობილი. სტატისტიკა ასახავს, გრიპით დაინფიცირების რამდენი შემთხვევა ფიქსირდება ყოველ 100 ადამიანზე და როგორია ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი. სეზონურ გრიპთან დაკავშირებით, მიმართვიანობა ინფექციურ საავადმყოფოში შედარებით შემცირებულია. კლინიკაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის  29 პაციენტი მკურნალობს და მათი მდგომარეობა სტაბილურია.

კლინიკას დღეში საშუალოდ 15 პაციენტი მიმართავს. ინფექციური კლინიკისგან განსხვავებით, მიმართვიანობა კვლავ მაღალია  იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში. კლინიკაში ამ დროისთვის 68 პაციენტი იმყოფება. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავს, მაღალი სიცხის, დიარეის, სისუსტისა და თავის ტკივილის სიმპტომების გამოვლენის შემთვევაში, დაუყოვნებლივ ექიმს მიმართონ.