გორის სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო სივრცეში 22 მოქალაქე რჩება

გორში, სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო სივრცეში 22 მოქალაქე რჩება. ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამ დრომდე, საკარანტინო ზონაში კორონავირუსის არცერთი ფაქტი არ დადასტურებულა.

გუშინ ჰოსპიტალში მყოფი პირებიდან ლუგარის ლაბორატორიაში არცერთი სინჯის გაგზავნა არ გამხდარა საჭირო. გორის სამხედრო ჰოსპიტალი ინფექციის მართვის კუთხით მუშაობის რეჟიმზეა გადასული. ბოქსირებულ განყოფილებაში კლინიკა 40 პაციენტის მიღებას შეძლებს.