გორიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ნიმუშების პასუხი უარყოფითია

გორის ცხელების ცენტრიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ნიმუშების პასუხი უარყოფითია. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული კორონავირუსის გავრცელების შემაკავებელი ღონისძიებების ფარგლებში, შიდა ქართლში, ხაშურსა და გორში მუშაობს ე. წ. ცხელების ცენტრები.

გორში ხუთ საკონტროლო პუნქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები და თავდაცვის პირველი ქვეითი ბრიგადის სამხედროები მგზავრთა გადაადგილებას ერთობლივად აკონტროლებენ. რეგიონის მასშტაბით, უწყების 60-მდე მობილური ჯგუფი ახდენს პატრულირებას.

ნინო ფისაძე ადგილიდან ბოლო ინფორმაციით.