გლობალური სამიტი ჩინეთში
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მომსახურებით ვაჭრობის ჩინეთის საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში გამართულ გლობალურ სამიტში მიიღო მონაწილეობა. სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ნადარეიშვილმა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის დინამიკასა და პარტნიორობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება. როგორც თავად განაცხადა, 2018 წელს ამოქმედებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებისა და 2023 წელს ურთიერთობების სტრატეგიულ დონეზე აყვანის შემდეგ, ორი ქვეყნის ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდა.