გლობალური სამედიცინო სამიტი 

12:20, 06.09.2025

ჯანდაცვის მინისტრი რომში, გლობალურ სამედიცინო სამიტში მონაწილეობს. ყოველწლიური ღონისძიების მიზანი არსებული მიღწევებისა და ინოვაციების გაცნობაა. სამიტში 80-მდე ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლები, ექიმები, ჯანდაცვის პოლიტიკის შემქმნელები და ექსპერტები იღებენ მონაწილეობას.

სამიტის ფარგლებში, მიხეილ სარჯველაძე სესიაზე სიტყვით გამოვიდა, სადაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში, საქართველოში განხორციელებულ იმ რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას, სამედიცინო სერვისებისა და მედიკამენტების ხელმისაწვდომობას ისახავს მიზნად.

მსგავსი