სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია – ამის შესახებ „ვივამედისკლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა. მისი თქმით, სააკაშვილმა კვების რაციონი გაზარდა და მას დაბალი ტემპერატურა აღენიშნებოდა.

მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად იმყოფებოდა გიული ალასანიაც. მისი თქმით, მის შვილს უკვე ხუთი თვეა, რაც ტემპერატურა აქვს. ალასანიას განმარტებით, აღნიშნული გამოწვეული შეიძლება იყოს იმ დაზიანებებით, რომელიც სააკაშვილს აქვს.