გიორგი ქობულიას ვიზიტი ბულგარეთში

თანამშრომლობა საზღვაო გადაზიდვების სფეროში და საქართველოსა და ბულგარეთის პორტებს შორის საბორნე მიმოსვლის გააქტიურება, ასევე საქართველო-ბულგარეთის ბიზნესფორუმის ორგანიზება, თანამშრომლობა მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის საკითხში, ორი ქვეყნის ბიზნესწრეების დაახლოება, მათ შორის, ავეჯის მწარმოებელი ერთობლივი კლასტერის შექმნა. ეს საკითხები განიხილეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბულგარეთში ვიზიტისას.

გიორგი ქობულია ბულგარეთის ეკონომიკისა და ტრანსპორტის საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების მინისტრებს შეხვდა. ვიზიტის მეორე დღეს სავაჭრო-ეკონომიკური და სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის სამთავრობოთაშორისი კომისიის მე-6 სხდომაში მიიღო მონაწილეობა.