გიგი უგულავა - 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 169 მილიონი ლარი აუთვისებელი დარჩა

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი უგულავა აცხადებს, რომ 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 169 მილიონი ლარი აუთვისებელი დარჩა. უგულავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე 12 ინფრასტრუქტურული პროექტი დაასახელა, რომელიც, მისი თქმით, არ შესრულებულა.

ამასთან, „ევროპული საქართველოს“ წევრი ვარაუდობს, რომ ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის მიმდინარე წელს გათვალისწინებული ორი მილიარდი ლარი ვერ დაიხარჯება და აქვე გიგი უგულავამ პენსიის მატებაზეც გაამახვილა ყურადღება.

გიგი უგულავას განცხადებას უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე გამოეხმაურა და ის სიცრუეში დაადანაშაულა. ხუნდაძის განცხადებით, ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის განკუთვნილი მიზნობრივი თანხების პენსიის მოსამატებლად გამოყენება, შეუძლებელია.

 

დატოვე კომენტარი