საქართველომ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. დიუსელდორფში მიმდინარე ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო 24 ქართული კომპანია. სამდღიან გამოფენაზე, ქართული ღვინის შეფასების შესაძლებლობა ჰქონდათ ღვინის პროფესიონალებს, კომერციული სექტორის წარმომადგენლებსა და გამოფენის ათასობით სტუმარს.