ღვინის ტური საქართველოში

ღვინის ტური საქართველოში – ღონისძიება ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და საერთაშორისო მარკეტინგული კომპანიის (მეიბურგ ვაინ მედია) ორგანიზებით ჩატარდა. ათკაციანი ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ ღვინის პროფესიონალები და კომერციული სფეროს წარმომადგენლები სინგაპურიდან, ავსტრალიიდან და ჰონგ-კონგიდან. ტურის ფარგლებში სტუმრები ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს კახეთსა და ქართლში გაეცნენ, დააგემოვნეს როგორც ქვევრის, ასევე კლასიკური მეთოდით წარმოებული სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინო.