ღვინის ლაბორატორია ბაღდათში

ბაღდათში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების ორგანიზებით ღვინის პირველი ლაბორატორია გაიხსნა. დაწესებულება მოეწყო ევროკავშირისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების პროგრამის დაფინანსებით. მისი ღირებულება დაახლოებით 500 ათასი ლარია. ლაბორატორია ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიზნესგანვითარებისა და ტურიზმის მომსახურების ცენტრის ბაზაზე განთავსდა. ღვინის პირველი ევროსტანდარტის სივრცე საქართველოს ღვინის მწარმოებლებს მოემსახურება.