ღვინის ხარისხის კონტროლის მაჩვენებლები გაუმჯობესდა

12:30, 20.04.2026

საქართველოში 2026 წლის პირველ კვარტალში ღვინის ხარისხის კონტროლის მაჩვენებლები გაუმჯობესდა – ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათი ცნობით, ათეულობით კომპანიაში განხორციელდა საინსპექციო შემოწმება. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დარღვევების რაოდენობა საექსპორტო პროდუქციაში შემცირებულია, რაც ღვინის ხარისხის კონტროლის სისტემის ეფექტიანობაზე მიუთითებს. გამოწვევად რჩება ადგილობრივი ბაზარი, სადაც შემოწმებული 56 კომპანიიდან დარღვევა დაფიქსირდა 33 კომპანიის 49 ნიმუშში.

მსგავსი