ღვინის ფესტივალი ქედაში

15:28, 04.11.2026

ღვინის ფესტივალი გაიმართა ქედაში. ღონისძიება წელს პირველად გაიმართა და მასში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 50-ზე მეტი კომპანია მონაწილეობდა. პროგრამა ღვინის დეგუსტაციას, ტრადიციული კერძების მასტერკლასებსა და ფოლკლორულ კონცერტს აერთიანებდა. ფესტივალს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან, დავით სონღულაშვილთან ერთად ესწრებოდა.

მსგავსი