ღვინის ფესტივალი კახეთში

კახეთში „ღვინის დღეები“ აღინიშნება. ღვინის რვაათასწლოვანი ტრადიცია თელავში, ისტორიულ ადგილას, ბატონის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ცოცხლდება. ადგილზე გამოფენილია 60-მდე მეწარმის ოჯახური და ქარხნული წესით დამზადებული ღვინოები. მოწყობილია თემატური პავილიონები, სადაც წარმოდგენილია ხელნაკეთი ნივთები, მზადდება თათარა, ჩურჩხელები და კახური სამზარეულოსთვის დამახასიათებელი ნუგბარი. საღამო გალაკონცერტით დასრულდება.