ღვინის ფესტივალი გურჯაანში

18:20, 10.10.2026

გურჯაანი დღეს ღვინის ფესტივალს მასპინძლობს. ახტალის პარკში მოწყობილია 10-ზე მეტი სივრცე, სადაც წარმოდგენილი იქნება 500-მდე მონაწილე და მეწარმე. გამოფენილია 200 სხვადასხვა სახეობის ღვინო, რომლის დაგემოვნების შესაძლებლობა ნებისმიერ სტუმარს აქვს. ადგილზე იმყოფებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად.

მსგავსი