ღვინის ფესტივალი ბოლნისში

ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ბოლნისის ადგილწარმოშობის დასახელების „ღვინის ფესტივალი“ გაიმართა. ფესტივალში საქართველოს სხვადასხვა კუთხის 60-მდე მეღვინეობა მონაწილეობდა. ღონისძიებას ევროპის ქვეყნებიდან ღვინის იმპორტიორები, ექსპერტები, ბლოგერები და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები სტუმრობდნენ.

ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, ფესტივალის მხარდამჭერები მეღვინეთა გაერთიანება „ღვინო ბოლნისი“, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია, საქპატენტი და ბოლნისის აგროცენტრი არიან.