ღვინის დღე საქართველოში
ღვინის ეროვნული დღე საქართველოში სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა. ღვინის მწარმოებლების შეკრების ადგილი გუდიაშვილის მოედანი იყო, სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინის გამოფენა-გაყიდვასთან ერთად, ისტორიულ უბანში გასართობ-შემეცნებითი აქტივობები გაიმართა. პარალელურად, თბილისმა საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა, გალა მიღება კი ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართა.