ღონისძიება ნიუ-იორკში

13:13, 01.03.2025

ნიუ-იორკში საქართველოს საკონსულოს ინიციატივით ღონისძიება გაიმართა. მიზანი საქართველოს, აშშ-ს, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის ბიზნესურთიერთობების გაღრმავებაა. ღონისძიებას ნიუ-იორკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი მარკ ჯეიფი დაესწრო. მან ოთხ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შესაძლებლობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სავაჭრო ურთიერთობების განვითარება და მშვიდობა ყველას ინტერესშია. საკონსულო მსგავსი შეხვედრების გამართვას კიდევ გეგმავს.

მსგავსი