გერმანული ავიაკომპანიის დაბრუნება ქართულ ბაზარზე

საქართველოს ავიაბაზარზე გერმანული ავიაკომპანია Condor Airlines ბრუნდება. ყოველდღიური ფრენები  2026 წლის 15 ივნისიდან ფრანკფურტი-თბილისი-ფრანკფურტის მიმართულებით დაიწყება. ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ფრანკფურტი, როგორც მსხვილი საავიაციო ჰაბი, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში ტურისტული ნაკადების, ასევე საავიაციო დაკავშირებადობის ზრდას. ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე უკვე შესაძლებელია.