ჯანდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში იმყოფება. მიხეილ სარჯველაძე მე-8 გერმანულ-აღმოსავლეთ ევროპული ჯანმრთელობის ფორუმში მონაწილეობს. მიხეილ სარჯველაძემ მონაწილეობა მიიღო მაღალი დონის მინისტერიალურ პანელშიც. მინისტრმა საქართველოში გატარებულ რეფორმებსა და მიღწევებზეც ისაუბრა. ფორუმის მიზანი გერმანიასა და პარტნიორ ქვეყნებს შორის გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან, ექსპერტებთან და მკვლევრებთან გამოცდილების გაზიარება და თანამშრომლობის ხელშეწყობაა.