გერმანიის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის გაზრდის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს გერმანიიდან ჟურნალისტები, ბლოგერები და ე.წ. ინფლუენსერები სტუმრობდნენ. ისინი ქართლსა და კახეთში ღვინის მწარმოებელ კომპანიებსა და მარნებს ეწვივნენ, დააგემოვნეს სხვადასხვა ქართული ღვინო, გაეცნენ ქვევრის ღვინის დამზადების ტექნოლოგიებსა და პროცესს. ქართული ღვინის მასტერკლასი და დეგუსტაცია გაიმართა თბილისშიც.
აღნიშნული ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „ეფ ეფ კა ფაბლიკ რელეიშენის“ ორგანიზებით მიმდინარეობს.