გაზრდილი გადასახადი ბუნებრივ აირზე

რუსული ბუნებრივი აირის ჩასანაცვლებლად გერმანელ მომხმარებლებს დამატებითი გადასახადი დაუწესდებათ. როგორც გერმანიის მთავრობაში აცხადებენ, ეს აუცილებელია, რათა კომპანიებმა რუსული ბუნებრივი აირის ჩანაცვლების საფასური დაფარონ და ენერგეტიკული ბაზრის კოლაფსი არ მოხდეს.

როგორც „ბიბისი“ წერს, დამატებითი გადასახადი მოქალაქეებს პირველი ოქტომბრიდან დაუწესდებათ და 2024 წლის აპრილამდე დარჩება ძალაში. გერმანიის ბუნებრივი აირის ბაზრის ოპერატორის გათვლებით, დამატებითი გადასახადი ერთ კილოვატ/საათზე 2 ნახევარი ცენტი იქნება. შესაბამისად, ერთ წელიწადში მომხმარებელს საშუალოდ 480 ევროთი მეტის გადახდა მოუწევს. ახალი გადასახადი შეეხება გერმანულ ბიზნესსაც. გერმანიის ენერგეტიკის მინისტრის თქმით, დამატებითი გადასახადი პუტინის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომის შედეგია.