გასტროკონგრესი მადრიდში

საქართველო მონაწილეობს მადრიდში მსოფლიოში ყველაზე გავლენიან გასტროკონგრესში. სამი დღის განმავლობაში, დღეში ორჯერ, ქართული კერძების მასტერკლასი და ღვინის დეგუსტაცია იმართება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტენდთან სტუმრები და კულინარიის სფეროს წარმომადგენლები ქართულ სამზარეულოს, ღვინოსა და ტურისტულ პროდუქტებს ეცნობიან.