გასაყიდად გამოტანილი ობიექტები

ეკონომიკის სამინისტრო ბიზნესისთვის შეთავაზებული 100 ქონებიდან, 15 ობიექტის გაყიდვას ელოდება. ამის შესახებ მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. მისი თქმით, ერთ კვირაში, ექვსი ქონების პრივატიზება უკვე მოხდა და ეს ციფრი კიდევ გაიზრდება. თურნავა ამბობს, რომ კერძო სექტორის მხრიდან მთავრობის ახალი შეთავაზების მიმართ ინტერესი საკმაოდ მაღალია, რაც იმას ნიშნავს, რომ პროექტი წარმატებით ხორციელდება.

მთავრობამ პროექტი „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“, პრეზენტაცია ნოემბრის ბოლოს გამართა. ინიციატივა 100 პარალელური აუქციონის ერთდროულად ჩატარებასა და სახელმწიფო ქონების გამარტივებული პროცედურებით პრივატიზებას ითვალისწინებს.

დატოვე კომენტარი