გართულებული ეპიდემიური ვითარება საქართველოში

დაანონსებული შეზღუდვების ამოქმედებამდე, ქვეყანაში ეპიდვითარება ისევ მძიმეა. განსაკუთრებით რთული ვითარება ახლა ჰოსპიტალურ სექტორშია, სადაც კოვიდპაციენტებისთვის განკუთვნილი საწოლების უმეტესობა დაკავებულია. „დელტა“ შტამის მძიმე მიმდინარეობის გამო, ინფიცირებულთა 12 პროცენტზე მეტი სტაციონარში ხვდება.

ყოველდღიურად 5 ათასზე მეტი ინფიცირებულის გამო, რთულ რეჟიმში უწევთ მუშაობა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებსაც. ექიმები გამოძახებებზე უკვე შერჩევის პრინციპით გადიან. უპირატესობა კი განსაკუთრებით მძიმე მდგომაროებაში მყოფ პაციენტებს ენიჭებათ.

მარიამ აფციაური დეტალებით.