განზრახ მკვლელობის ფაქტი

კახეთის პოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. დაკავებულია ერთი პირი. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საგარეჯოში, კონფლიქტის შედეგად, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, დიდი ხნის ნაცნობს, 1969 წელს დაბადებულ პირს, ბლაგვი საგნით სასიკვდილო დაზიანება მიაყენა. კვალის დაფარვის მიზნით კი ცხედარი მდინარეში გადააგდო, თავად კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.