განცხადება პენიტენციურ სამსახურში

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი საკვებ დანამატებს იღებდა. მისი თქმით, ეს დანამატები იყო როგორც სითხის, ისე მყარი სახით. ჟურნალისტის კითხვაზე, ითვლება თუ არა ეს საკვების მიღებად, ნიკა ცხვარაშვილი დადებით პასუხს სცემს.

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კი განცხადება მე-12 დაწესებულების მთავარმა ექიმმა გააკეთა. მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ყველა სასიცოცხლო პარამეტრი ნორმაშია. მისივე განცხადებით, პატიმარი მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშაა.