განათლების სამინისტროს განცხადება

მიმდინარე კვირის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, „კოვიდ-19“ მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის 0.1%-ს და მოსწავლეთა საერთო რაოდენობის 0.03%-ს დაუდასტურდა, – ინფორმაციას განათლების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

უწყებაში აცხადებენ, რომ მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალთა სავალდებულო ტესტირება საქართველოს მასშტაბით უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ამავდროულად, სამინისტროს პირველი პირებისა და ადგილობრივი რესურსცენტრების მხრიდან სკოლების მონიტორინგი ასევე უწყვეტად მიმდინარეობს.

სამინისტროში ასევე აღნიშნავენ, რომ ვირუსის გამოვლენის შემთხვევებში, სკოლებზე კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები გავრცელდება და ისინი იმოქმედებენ ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლის გათვალისწინებით.